Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი კობახიძე - „ისფედისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილი ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, ისინი ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები

ნახვები: 571 ირაკლი კობახიძე - „ისფედისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილი ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, ისინი ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები

ISFED-ი ორჯერ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ორჯერ ჩაუვარდა ეს განზრახვა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ „პივიტის“ გაყალბების კამპანიაში; მათი ადგილი, ბუნებრივია, ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, რადგანაც ისინი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ისინი პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკური მოთხოვნებით, ISFED-ი ჯერ „პივიტის“ აყალბებდა და ამით იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და მერე პირდაპირ დადგა სცენაზე და დააყენა მთავრობის გადადგომის პოლიტიკური მოთხოვნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ „პივიტის“ გაყალბების კამპანიაში.

„ISFED-ი ორჯერ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ორჯერ ჩაუვარდა ეს განზრახვა. ამის შემდეგ საზოგადოებისთვის მე მგონი ბოლომდე გასაგებია, რატომ ვერ ჩაერთვება. „პივიტი“ გააყალბა და მერე სცენაზე დადგა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. მშვენიერაძეს და ა.შ. აღარ ვთვლი. მეორე არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ „პივიტის“ გაყალბების კამპანიაში. მათი ადგილი, ბუნებრივია, ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, რადგანაც ისინი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, დაპოზიციონირდნენ ბოლომდე, როგორც პოლიტიკური პარტიები.

ერთადერთი, რაც განასხვავებს მათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ეს არის სიმდიდრე, ისინი არიან უფრო მდიდრები, ვიდრე სხვები. რეპუტაცია საზოგადოებაში აქვთ ძალიან დაბალი, კომპეტენცია, კვალიფიკაცია აქვთ ძალიან დაბალი; ასეთ პირობებში, არ მგონია, საზოგადოებისთვის რაიმე ფორმით იყოს დასანანი ან ISFED-ის, ან TI-ის არჩართვა სამუშაო პროცესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა