Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გარდაიცვალა მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე

ნახვები: 568 გარდაიცვალა მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე

94 წლის ასაკში მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჯიბსონ ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1957-1960 წლებში იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, 1962-1964წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილებისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი.

მისი გამოფენები მოეწყო საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიასა და შვეიცარიაში; ავტორია ჟურნალ-გაზეთებში თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე გამოქვეყნებული წერილებისა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. არის მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1956), ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ ლაურეატი (1997), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრიზის მფლობელი (1999).

მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე  საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია. არის ღირსების ორდენოსანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა