Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიორგი ვაშაძე - ვეუბნები რუსეთის ყველა აგენტს, ამ ქვეყანაში თქვენი ლუსტრაცია მოხდება, პროევროპელი ქართველი ხალხი სამშობლოს არ დაგითმობთ

ნახვები: 568 გიორგი ვაშაძე - ვეუბნები რუსეთის ყველა აგენტს, ამ ქვეყანაში თქვენი ლუსტრაცია მოხდება, პროევროპელი ქართველი ხალხი სამშობლოს არ დაგითმობთ

ვეუბნები ირაკლი კობახიძეს და რუსეთის ყველა აგენტს, ამ ქვეყანაში თქვენი ყველას ლუსტრაცია მოხდება, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ მიერ მიტაცებულ სამშობლოს, ჩვენ, პროევროპელი ქართველი ხალხი არც ერთ შემთხვევაში არ დაგითმობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, არის დაახლოებით რუსეთის 15 აგენტი-რეზიდენტი და მათ სათავეში უდგას ირაკლი კობახიძე.

„გუშინ, პრორუსული პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და მისი ოთხეულის მხრიდან ფაქტობრივად მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება, აღიარეს და დაადასტურეს, რომ მათ ინტერესში არ შედის თანამედროვე იარაღის მიწოდება, რომ სწორედ რუსული ტანკები ეიმედებათ ხელისუფლებაში ყოფნის შესანარჩუნებლად. რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ ისეთივე ლაჩარი და მხდალი გონიათ ქართველი ერი, როგორიც თავად არიან. მეგობრებო, რუსეთი ესხმის სუსტებს და არა ძლიერებს თავს, საქართველოსთვის მშვიდობის გარანტია, არის სამი რამ: „ჰაიმარსები“, პატრიოტები და „აბრაამსის ტანკები“. ვერასდროს რუსეთი ვერ გაბედავს ამ შემთხვევაში ჩვენზე თავდასხმას და სწორედ ამას ემსახურება რუსული რეზიდენტურ- აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოშია.

ჩვენი ინფორმაციით, დღეს, საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით 15 რუსეთის აგენტი რეზიდენტია, მათ შორის არის ის „ოთხეული“, რომელიც ასე გავეშებულად გამოდის, ისინი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე. დიახ, ის გახლავთ რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ პირდაპირ ეთერში ისიც კი გაბედა, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი „გაპრაავა“. დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელიც დღისით, მზისით გვეუბნება, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა არ სჭირდება, არც „აბრამსები“ , „ჰაიმარსები“ და პატრიოტები გვჭირდება. დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელმაც გაბედა ისიც და თქვა, თურმე რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება არაფერ პრობლემას არ ქმნის ამ ქვეყანაში. მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ფიქრობს, რომ შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას და თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ რუსული ტანკით შეაშინებს ქართველ ხალხს. მე ვეუბნები მას და ყველა რუსეთის აგენტს, თქვენი ყველას ლუსტრაცია მოხდება ამ ქვეყანაში, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ მიერ მიტაცებულ სამშობლოს, ჩვენ პროევროპელი ქართველი ხალხი არც ერთ შემთხვევაში თქვენ არ დაგითმობთ. თქვენ ხართ რუსეთის წარმომადგენლები და ინტერესების გამტარი საქართველოში. საქართველო და ქართველი ხალხი თქვენ საკადრის პასუხს გაგცემთ მოღალატეობრივ ქმედებებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა