ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი და საზოგადოება უნდა დაუბრუნდნენ იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის

03.10.2022 ნახვები: 552

ვფიქრობ, პარლამენტი და ზოგადად, საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ასეთი საგნობრივი პროექტები, ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა შესაძლებლობას გვაძლევს, შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო მეტი, საინტერესო და ინტენსიური დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კლიმატის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს დისკუსიის დიდი ნაწილი მიაქვს, ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული რეალური პოლიტიკა კი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, ამიტომაც სასიამოვნოა ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ არის ტრანსფორმაციის და ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყოველთვის საკითხი დგება რეგულირების დეტალიზების კუთხით, რა ეტაპზე შეიძლება იყოს რეგულირება და რამ შეიძლება, მდგრადი განვითარების კუთხით გავლენა იქონიოს ეკონომიკურ, სოციალურ, თუ სხვა მიმართულებებზე. ამ მხრივ, სწორედ განსაკუთრებული ექსპერტიზა გაგვაჩნია გარემოს დაცვის კომიტეტში და ჩვენი პარლამენტის ეს განსაკუთრებული სიმდიდრეა. რაც შეეხება პარალამენტის მუშაობას საკანონმდებლო კუთხით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ საინტერესო დისკუსიები გველოდება პარლამენტში. ეს ისეთი თემაა, რომელიც ზეპარტიული ხასიათისაა და მოგვცემს შესაძლებლობას, მოიძებნოს საკითხები, რომლებზეხ შესაძლებელი იქნება აზრების შეჯერება და საერთო მომავლიდან გამომდინარე, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს (WFD) ღონისძიების ორგანიზებისთვის და ზოგადად, საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, WFD-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა რიჩარდ გრეჰემმა და WFD-ის წარმომადგენელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ.

ყურადღება გამახვილდა კლიმატის კანონის მიღების მნიშვნელობაზე, კანონის შემუშავების პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და საქართველოს პარლამენტის როლზე კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებაში.

როგორც აღინიშნა, საქართველოს კლიმატის კანონის შემუშავების პროცესი ხორციელდება საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო კოორდინაციით „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.

აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა