Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - ზამთარი იქნება რთული, თუმცა მის გადასალახად ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს, რაც აუცილებელია

ნახვები: 568 ვოლოდიმირ ზელენსკი - ზამთარი იქნება რთული, თუმცა მის გადასალახად ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს, რაც აუცილებელია

ზამთარი რთული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონის გადასალახად მუშაობენ.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს. ვიცით, რომ ოკუპანტები ასევე ემზადებიან ზამთრისთვის. ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სცენარები, რათა დავიცვათ ხალხი. ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, ზამთარი იქნება რთული. თუმცა იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მომზადებულები ამ პერიოდს შეხვდნენ ჩვენი პარტნიორებიც. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოვოთ მშვიდობა, როცა უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის ზამთრის პერიოდი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, 6 ოქტომბერს პრაღაში დაგეგმილ სამიტზე ისაუბრებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა