Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებში სანქციებს ვგულისხმობდი

ნახვები: 570 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებში სანქციებს ვგულისხმობდი

რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებში სანქციებს ვგულისხმობდი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ითხოვდა რუსეთის მიმართ პრევენციული სანქციების დაწესებას. უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, რადგან „რუსეთმა უკვე დაიწყო საკუთარი საზოგადოების მომზადება ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის“.

„ეს იყო ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე, რუსეთის შემოჭრამდე. მე ვთქვი, რომ ჩვენ წამოვწიეთ პრევენციული დარტყმების, სასანქციო დარტყმების თემა. არა დიალოგის, არა სიტყვების, არამედ დარტყმების – სულ ეს არის, რისი თქმაც მსურდა. ახლაც, ევროპული საზოგადოება და პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთი, მუდამ გვიჭერდა მხარს, დიდი მადლობა ამისთვის და აშშ-საც, თქვენ მართლები იყავით. ჩვენ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, მიგვეტანა პრევენციული დარტყმები, რათა რუსეთს და მის საზოგადოებას შეშინებოდა ომის დაწყება. ახლა კი, როდესაც ისინი საუბრობენ ავადმყოფურ იდეებზე ბირთვული იარაღის შესახებ, მე ვამბობ, არ მისცეთ მათ უფლება, ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებას ესაუბრონ. ისინი იწყებენ საზოგადოების მომზადებას. ეს ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა ზელენსკიმ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა