Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კახა კალაძე ანდრია ლორთქიფანიძეს: არ ვიცი ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ადამიანი, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს

ნახვები: 570 კახა კალაძე ანდრია ლორთქიფანიძეს: არ ვიცი ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ადამიანი, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე მოინახულა.

კახა კალაძემ მშობლებისგან მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

"შენ ახლა გაქვს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, იყო კარგი მოსწავლე და წარმატებული ადამიანი. მე არ ვიცი ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ის, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს", - უთხრა თბილისის მერმა ანდრია ლორთქიფანიძეს.

მოზარდის დედის, ნინო ჩემიას თქმით, პირველადი დახმარება მის შვილს უცნობმა გამვლელმა გაუწია, ვისიც მადლიერია. მან ასევე გამოხატა მადლიერება შპს "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის მიმართ, რომელმაც მოზარდები გადაარჩინა.

"როგორც შემდეგ გავიგე, ჩემს შვილს პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწია გამვლელმა, რომლის ვინაობაც დღემდე არ ვიცით. ძალიან მინდა, გავიცნო ეს ადამიანი და მადლობა გადავუხადო. უდიდესი მადლობა დევი მეზურნიშვილს, მან შვილი გადამირჩინა", - აღნიშნა ნინო ჩემიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა