Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თინა ხიდაშელი - მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რომ ევროპისკენ სვლა შეფერხდეს

ნახვები: 570 თინა ხიდაშელი - მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რომ ევროპისკენ სვლა შეფერხდეს

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რათა ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ეშინია.

„ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით პროვოკაცია, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანას ყოველდღიურად უწყობს, იმიტომ, რომ მათ უბრალოდ ევროკავშირის ეშინიათ. ეშინიათ იმ შესაძლებლობის, რომელიც დღეს ქვეყანას სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუჩნდა, იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო იმ ტიპის მმართველობის შეუძლებლობას ნიშნავს, როგორიც მათ დღეს საქართველოში დაამყარეს,“ - აღნიშნა ხიდაშელმა.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხიდაშელი პასუხობს, რომ საბოლოო პასუხზე ცალ-ცალკე არც ერთი ნაბიჯი არ არის გადამწყვეტი, თუმცა ყველა იმ მოქმედების ჯამურად შეფასება ხდება, რომელსაც ქვეყანა ამ პროცესში დგამს.

„ერთი რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის იმ ფუნქციის მატარებელი, რომ მხოლოდ იმის გამო რაღაც მოხდეს, ან არ მოხდეს, მაგრამ როდესაც ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით, კომპლექსში შევხედავთ, რა თქმა უნდა, ამ გზაზე ეს ძალიან მძიმე ნაბიჯია. ის, რომ ქვეყანაში ყველაზე უფრო დისკრედიტირებული მოსამართლეების მივლენა ხდება იმ ორგანოში, რომლის რეფორმირების შესახებაც ევროკავშირმა პირდაპირ მოგვიწოდა, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირი გზავნილია. თავისთავად იქ არ წერია მურუსიძის გვარი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ტიპის ასოციაციებსაც იწვევს მისი ამ ტიპის ორგანოში ყოფნა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიხედვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკითხის მიმართ ის ძალიან პესიმისტურად არის განწყობილი.

„აბსოლუტური სასწაული უნდა მოხდეს, რომ ამ გზაზე პოზიტიური გადაწყვეტილება მივიღოთ, იმიტომ, რომ საზოგადოების განწყობების გარდა, რომელიც დემონსტრაციების დროს ვლინდებოდა, ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლებაში მყოფ რომელიმე პირს აღელვებს, ამ გზაზე წარმატება გვექნება თუ მარცხი,“ - აღნიშნა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა