Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

არჩილ თალაკვაძე - პრაიმერიზზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს

ნახვები: 570 არჩილ თალაკვაძე - პრაიმერიზზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს

პრაიმერიზზე საუბარი იმან გამოიწვია, რომ ოპოზიციის შიგნით დაწყებულია რღვევის სერიოზული პროცესი, განსაკუთრებით, რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს.

„კარგად ხვდებიან, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. კარგად ხვდებიან, რომ თავის ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ სამომავლო გეგმა და ჩართული არ არიან საპარლამენტო საქმიანობაში. ეს არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ამომრჩეველი, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას ხმა ერთხელ უკვე მისცა და არჩევის მიუხედავად, პარლამენტში არ შემოვიდნენ, ან მაშინაც მოტყუებულ საზოგადოებას ელაპარაკებიან დღეს. 2024 წელს ჩვენს საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ თავისი არჩევანი გააკეთოს და პარლამენტი დააკომპლექტოს დემოკრატიულად. ამომრჩეველს თუ სურს, ოპოზიციური პარტიები აირჩიონ, სივრცე, რომელიც ანტისაზოგადოებრივ და ანტიპოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა, მეტწილად თავისუფლდება და შეიძლება, ის ახალმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსონ. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ამას როგორ შეფუთავენ და ამომრჩეველს რა იმედს მისცემენ, ერთიანდებიან და ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ეს ყველაფერი უკვე ფასადია, ამის უკან დგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ მომავლის გეგმა და ხვდებიან, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღება გაუჭირდებათ“, – განახცადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა