Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიორგი ვაშაძე:ვინმეს გჯერათ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეგვიყვანს ევროპაში?

ნახვები: 568 გიორგი ვაშაძე:ვინმეს გჯერათ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეგვიყვანს ევროპაში?

პირდაპირ გეტყვით, რასაც „ქართულ ოცნება“ აკეთებს, ეს არის ფარსი , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იკითხა, არის თუ არა საქართველოში ვინმე ადეკვატური ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის ეს კანონი არის გზა ევროპისკენ.

„პირდაპირ გეტყვით, რასაც „ქართულ ოცნება“ აკეთებს, ეს არის ფარსი. ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ევროპარლამენტარების, ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორების წერილებს იღებს ახლა უკვე პირადად პრემიერ-მინისტრი. ჩვენ დავაინიცირეთ ეს პროცესი, რომ კარგად გაიგონ, მათი ტყუილი და თაღლითობა ვერ გაჭრის და არც გაჭრის. ამას ევროპა არ მიიღებს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ევროპელები, ჩვენი პარტნიორები გიჟები არიან ან წაკითხვა არ შეუძლიათ, შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ თუ რა?! ამიტომაც, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ვინმეს გჯერათ ახლა, რომ ეს კანონი, რაც მათ მიიღეს, შეგვიყვანს ევროპაში? ვინმე ადეკვატური ადამიანი არის საქართველოში, რომელიც მეტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის ეს კანონი არის გზა ევროპისკენ? მომიყვანეთ ერთი ადამიანი, ვინც ამას საღი აზრით იტყვის. მე ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ სადამდე უნდა დაეცეს პარლამენტის წევრების რანგი, რომ ამ „კლოუნადაში“ გამოდიან და ჩვეულებრივი „კლოუნებივით“ თეთრზე შავს იძახიან. აი, ესაა რეალობა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა