Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიორგი ბოტკოველი - ფაქტია, რომ კონკრეტული ადამიანები ჩვენით უკმაყოფილო არიან - არჩევნები არა ვინმეს გადაყენებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებას ეხება

ნახვები: 570 გიორგი ბოტკოველი - ფაქტია, რომ კონკრეტული ადამიანები ჩვენით უკმაყოფილო არიან - არჩევნები არა ვინმეს გადაყენებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებას ეხება

ჩვენ ერთ რამეზე ვყალიბდებით: ფაქტია, რომ კონკრეტული ადამიანები ჩვენით უკმაყოფილო არიან და ეს არჩევნები სწორედ ამიტომ ტარდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, კმაყოფილია თუ არა ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობით.

მისივე განმარტებით, ეს არჩევნები არა ვინმეს გადაყენებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებას ეხება.

„ჩვენ ერთ რამეზე ვყალიბდებით - ფაქტია, რომ ჩვენით უკმაყოფილოები არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩნიათ, რაღაც ვერ გავაკეთეთ და სწორედ ამიტომ ტარდება ეს არჩევნები. არჩევნები არავის გადაყენებას არ ეხება. ეს არჩევნები ეხება პარტიის გაჯანსაღებას. ვინ მოიპოვებს ამ პოზიციას, იმას ექნება სრული ლეგიტიმაცია და რა თქმა უნდა, ყველა ის კანდიდატი, რომელიც მასთან ერთად იქნება ბრძოლაში, უნდა დაემორჩილოს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ის ამომრჩეველი, რომელიც ჩართული იქნება ამ პროცესში,“ - აღნიშნა ბოტკოველმა.

რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს, როგორც ბოტკოველი აცხადებს, ჯგუფი საბოლოო ვერსიაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მთავარი კრიტერიუმია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს.

„საბოლოო ვერსიაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. როგორც იცით, ეს სამუშაო ჯგუფი პირველად გუშინ შეიკრიბა. რაღაც ვარიანტები მოვთელეთ. გუშინ საკუთარ თავებს მივეცით კონკრეტული დავალებები, რომ დღეს სხვადასხვა ვარიანტები დავამუშაოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა უნდა იყოს. ამაზე ყველა შევთანხმდით.

ასევე, ამ ჯგუფში გაიწერება კონკრეტული წესი, თუ როგორ მოხდება ამა თუ იმ კანდიდატის რეგისტრაცია. მუშაობის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ჯგუფი კონკრეტულ ვარიანტებს პოლიტსაბჭოზე წარადგენს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა