Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აუდიტის დასკვნა წულუკიანის სასარგებლოდ-რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა მუზეუმში?!

ნახვები: 568 აუდიტის დასკვნა წულუკიანის სასარგებლოდ-რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა მუზეუმში?!

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტით დადგინდა, რომ სათანადოდ არ ხდებოდა მუზეუმის ექსპონატების აღრიცხვა და ირღვეოდა დროებით გამოფენაზე გატანის ვადები. ასევე აღინიშნა, რომ რიგ შემღხვევებში სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში.

ანგარიში, რომელიც 2018-2020 წლების აუდიტს მოიცავს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილეს.

„სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა და დაცვის მდგომარეობით დადგინდა შემდეგი სახის შეუსაბამობები და ნაკლოვანებები - ეროვნულ მუზეუმში არ იყო დასრულებული ფონდების აღრიცხვა-შეჯერების პროცესი. გარკვეული სამუშაოები იყო დასრულებული, მაგრამ საბოლოოდ შეჯერების პროცესი არ იყო დასრულებული. რიგ შემთხვევებში დარღვეული იყო სამუზეუმო ექსპონატების დროებით გამოფენაზე გატანის ვადები და ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები ხასიათდებოდა გარკვეული ნაკლოვანებებით. ზოგიერთი სამუზეუმო ფონდი, საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიული კოლექციის იარაღის, რკინისა და ტყავის ფონდები არ აწარმოებდა ექსპონატების აღრიცხვის საინვენტარო წიგნებს, ხოლო ზოგიერთი აღნიშნულ წიგნებს აწარმოებდა არასრულყოფილად. კერძოდ, წიგნებში არ იყო შეტანილი საინვენტარო ნომრები, რის გამოც შეუძლებელი იყო კონკრეტული ექსპონატის იდენტიფიცირება.

რიგ შემთხვევებში სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში, ზოგიერთი ფონდსაცავი არ იყო აღჭურვილი სათანადო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემით, რაც ქმნიდა ექსპონატების დაზიანების პირობებს“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამისობის აუდიტმა მოიცვა 2018-2020 წლები. ძირითადი საკითხები, რაც ამ აუდიტის ფარგლებში იქნა შესწავლილი, არის სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა და დაცვა, შრომის ანაზღაურება და ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების მართვის მდგომარეობა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა