ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ანჯეი დუდა - პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა, მეორე რაკეტა იყო, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

26.11.2022 ნახვები: 548

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში, მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია, პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

„გამოძიება გრძელდება, ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულდა, ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. არანაირი ახალი დასკვნები არ ცვლის იმას, რასაც აქამდე ვამბობდი. ჩვენ ველოდებით ექსპერტების დასკვნებს და არ ვერევით პროცესში“, – აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქდა ორი რაკეტა, ერთი პოლონეთის, ხოლო მეორე უკრაინის ტერიტორიაზე.

„თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი რაკეტის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა. მეორე რაკეტა 100 პროცენტით იყო, თუმცა არ ჩამოვარდნილა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

დუდამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც რუსეთის გამო მოხდა.

15 ნოემბერს, პოლონეთში უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა