Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რატი ბრეგაძე:მივმართეთ სამხარაულის ბიუროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ექსპერტიზა ჩანიშნულია

ნახვები: 571 რატი ბრეგაძე:მივმართეთ სამხარაულის ბიუროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ექსპერტიზა ჩანიშნულია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული.

„ჩვენ ასევე მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ექსპერტიზა ჩანიშნულია. ბოლო პერიოდში ერთ-ერთმა ადვოკატმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ასევე გვქონდა მყისიერი რეაგირება. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელში მონაწილეობის მიღებაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. საზოგადოებისთვის ასევე კარგად არის ცნობილი, რომ ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტებიც და როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდგომ“,-განაცხადა ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა