Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ხატია დეკანოიძე - უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი

ნახვები: 570 ხატია დეკანოიძე - უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი

უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ორგანიზატორობით გამართული კონფერენციის შესახებ მმართველი გუნდის წევრთა განცხადებებს გამოეხმაურა.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, აშშ- ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ლობისტია და სახელმწიფო ინტერესებისთვის არ მუშაობს.

„მათ ძალიან კარგად იციან განმარტება თუ რას ნიშნავს პარტნიორი და მეგობარი და რას ნიშნავს ლობისტი, ლობისტები არიან ის წარმომადგენლობა და კომპანიები, რომლებშიც ძალიან დიდ ფულს იხდის "ქართული ოცნება" და მათ შორის, ყველაზე დიდი ლობისტი ბიძინა ივანიშვილის აშშ- ში არის ელჩი ზალკალიანი, რომელიც არაფერს აკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია საერთაშორისო არხებზე, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, მისი ძირითადი საქმიანობა არის იმის ლობირება, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, სხვა საქმიანობით ის დაკავებული არ არის. მეტიც, „ქართული ოცნება“ იხდის დიდი რაოდენობით ფულს და დაიქირავა ლობისტური კომპანიები, რომლებიც არა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის მუშაობენ, რომ მისი ფინანსური კაპიტალი იყოს დაცული. ამიტომ ვურჩევდი უმრავლესობას, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა