Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიული ალასანია:ყველას მოვუწოდებ, მის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას

ნახვები: 571 გიული ალასანია:ყველას მოვუწოდებ, მის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას არ ადანაშაულებს მოწამვლაში, არამედ მას მიაჩნია, რომ „აქ უცხო სახელმწიფოს კვალია“.

გიული ალასანია ყველას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავი შეიკავონ.

„ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, რომ აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ტესტები ამერიკაში, საუკეთესო ლაბორატორიაში გაკეთდა. ანალიზიც საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ გაუკეთდა. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან საკუთარ რეპუტაციას. ზერელედ ამ საკითხს არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ყველას მოვუწოდებ პოლიტიკურ მიზნით ხელის გაშვერისგან თავის შეკავებას, ასევე ყველას მოვუწოდებ ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას. აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის, სიცოცხლის და სიკვდილის საკითხი. ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრონ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ჩემი შვილი არ აპირებს მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში. სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი მაქვს. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზედ გაუარესებულ ჯანმრთელობას. გთხოვთ, პატივი სცეთ, ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის ღირსებას“,- აღნიშნავს გიული ალასანია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა