Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

ნახვები: 571 სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორისაა მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტალური ნივთმტკიცება.

პარალელურად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში გამავალ სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, მათი შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა