მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

გიული ალასანია:ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ - კონსილიუმის წევრებიც, უცხოელებიც, ამერიკელებიც „ნაციონალები“ არიან?

ნახვები: 611 გიული ალასანია:ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ - კონსილიუმის წევრებიც, უცხოელებიც, ამერიკელებიც „ნაციონალები“ არიან?

ძალიან ცდილობს, რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი. „ვივამედის“ თანამშრომელი, ქალბატონი, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას, ამბობდა, რომ ასეთი მორჩილი პაციენტი იშვიათად ჰყოლია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

როგორც ალასანია განმარტავს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა დაშინებულია და საკუთარი ჩრდილის ეშინიათ.

„ძალიან ცდილობს, რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი. "ვივამედის" თანამშრომელი, ქალბატონი, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას, ამბობდა, რომ ასეთი მორჩილი პაციენტი იშვიათად ჰყოლია. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა დაშინებულია, ყველას საკუთარი ჩრდილის ეშინია. ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ? ამ კონსილიუმში არიან ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები. რას ნიშნავს მიკერძოება, ესენიც „ნაციონალები“ არიან? უცხოელებიც „ნაციონალები“ არიან?" ამერიკელები „ნაციონალები“ ყოფილან. მაშინ, აღარ ყოფილა საშველი მთელი მსოფლიო „ნაციონალები“ გამხდარა“, - აღნიშნა ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა