Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი - ერთი შეკითხვა მაქვს, თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, მაშინ ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ?

ნახვები: 569 სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი - ერთი შეკითხვა მაქვს, თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, მაშინ ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ?

ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი. როგორც მან კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გეგმავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია.

„მართლა სულისშემძვრელია ის გრძნობა, რაც ამ ადამიანს ამ თვეების მანძილზე დაემართა. ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი. მე არ ვარ ექიმი, ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ექსპერტიზამ თქვა, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად ილევა. ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან მიჭირს საუბარი. არ შეიძლება სხვა დღის წესრიგი არსებობდეს გარდა იმისა, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს. მას აქვს იმედი, რომ ხვალ მიეცემა შესაძლებლობა, მიმართოს საზოგადოებას დისტანციურად.

ერთი რამ არის ფაქტი, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ევროპარლამენტში დაფიქსირებული პოზიციები, რომ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა დღეს ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. ახლავე აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას და გავავრცელებ ევროპარლამენტის წევრებისთვის, რადგან მნიშვნელოვანი დებატებია, საქართველოს საკითხი განიხილება და მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ ის ვითარება, რაც დღეს არის მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარშემო",-განაცხადა სადაშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს ძალიან სუსტად გრძნობს და საუბარიც უჭირს.

„ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი. ერთი შეკითხვა მაქვს, თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, მაშინ ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ? რაც ვნახე, არ ვიცი, ეს ადამიანი ამ პირობებში რამდენ ხანს და როგორ იქნება, ან რამდენ ხანს შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს",- განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებას, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ეს არის ცინიზმი.

„არ უნდა აიგდონ მასხრად ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ნამდვილად ძალიან მძიმედ არის. მოვუწოდებ, მოვიდნენ და შეხვდნენ. როგორც მე მაქვს უფლება, პარლამენტის წევრს, რომ მოვინახულო, ასევე აქვს „ქართული ოცნების" ნებისმიერ დეპუტატს. მოვიდნენ და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა