Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სააკაშვილის შემთხვევის მართვა არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო, ექიმების ფუნქცია დაკნინებულია-სერგეენკომ განცხადება გადააკეთა

ნახვები: 571 მიხეილ სააკაშვილის შემთხვევის მართვა არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო, ექიმების ფუნქცია დაკნინებულია-სერგეენკომ განცხადება გადააკეთა

მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„არის მკურნალობა და არის შემთხვევის მართვა. მკურნალობაზე მე ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი აუცილებელი უკეთდება. რაც შეეხება შემთხვევის მართვას, რომელიც უფრო ფართე ცნებაა, ვიდრე მკურნალობა, ცალსახად არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო: ექიმების პოზიცია, ფუნქცია არის დაკნინებული და პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ექიმები. ეს არის ძალიან დამაზიანებელი, მინინუმ, ორი ფაქტორის გამო: ეს უაყოფითად მოქმედებს პაციენტის დამოკიდებულებაზე მკურნალობისადმი; და მეორე, ეს უარყოფითად მოქმედებს ექიმების კვალიფიციურობაზე, მათზე პოლიტიკური ზეწოლის გამო. მიუხედავად მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლისა, მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა