Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯუანშერ ბურჭულაძე სააკაშვილზე - ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ჩვეულებრივი ტერორია, რასაც გუშინ ვუყურეთ

ნახვები: 569 ჯუანშერ ბურჭულაძე სააკაშვილზე - ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ჩვეულებრივი ტერორია, რასაც გუშინ ვუყურეთ

ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მიზანს ემსახურებოდა და ხომ არ დაირღვა მიხეილ სააკაშვილის უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით.

მისი თქმით, ამ კადრებით საზოგადოებამ სიმულაცია დაინახა.

„ამ კადრებით საზოგადოებამ დაინახა და ამაზე მინისტრმაც გააკეთა კომენტარი, რომ ეს არის სიმულაცია. საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდა? იქ არ ირღვევა ადამიანის უფლებები და პერსონალის? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როცა გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის. თქვენ, როგორც ქალბატონებს, კითხვა არ გაგიჩნდათ გუშინ, იმათი უფლებები ირღვეოდა თუ არა? სხვა რომ მოექცეს ანალოგიურად უფლებების დამცველები მოუთხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას,"- განახადა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა