Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ზარქუა - VIP პალატაშია ადამიანი, ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე", „აბა, წამალი მიიღე", „აბა, მოისვენე“, სანაცვლოდ იღებენ გინებას, ლანძღვას

ნახვები: 571 ირაკლი ზარქუა - VIP პალატაშია ადამიანი, ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე", „აბა, წამალი მიიღე", „აბა, მოისვენე“, სანაცვლოდ იღებენ გინებას, ლანძღვას

VIP პალატაშია ადამიანი და იქაც ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე", „აბა, წამალი მიიღე", „აბა, მოისვენე", არავინ ვართ ბედნიერი იმით, რაც ვნახეთ, თუმცა, ეს ალბათ, აუცილებელი იყო, რომ რეალობა ყველას ენახა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას შეფასებით, გავრცელებული კადრებით, წერტილი დაესვა სპეკულაციას, რომ სააკაშვილს კლავენ.

„გუშინ გავრცელდა კადრები, თუმცა, ამას ჰქონდა თავის საფუძველი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს ამ მწვალებელთა პარტიიდან, მათ შორის, სატელიტები ვინც არიან, ექსპერტები, დაქირავებული ლობისტები ვინც არიან, მათ შორის, ნამუსგარეცხილებიდან როგორ ამბობდნენ, რომ „კლავენ პატიმარ სააკაშვილს“, „ცუდად არის“, „სისტემა ძალადობს“ და ა.შ.

კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება, მიღებული იქნა, სავარაუდოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციას დაესვას წერტილი. ასევე, საჯარო ინტერესიც მაღალი იყო. ცხადად იხილა მთელმა მსოფლიომ, რომ ის არის კლინიკაში, კეთილმოწყობილ გარემოში.

პირიქით, მისი მხრიდან ვნახეთ ძალადობის მთელი რიგი კასკადი, ვნახეთ, როგორ ცდილობს თვითდაზიანება მიიყენოს და ხან ლოგინიდან ვარდება, ხან ემოციურად გამოხატავს. ვინც ემსახურებიან, ცდილობენ გვერდში დაუდგენენ და იმათზე როგორ ძალადობს. არავინ არის ამით ბედნიერი რაც ვნახეთ, უბრალოდ ეს მავნებლები თავიანთი ვიწროპარტიული ქულები რომ დაიწერონ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება რომ შეცდომაში შეიყვანონ, ამბობდნენ, რომ აი, სახელმწიფო ძალადობს, აწამებს პატიმარ სააკაშვილს, ამას ხომ წერტილი დაესვა?! გუშინ ყველამ ცხადად, ნათლად იხილა, რომ არავინ აწამებს, პირიქით, დაწყებული რიგითი სანიტრიდან, დამთავრებული ექიმით ცდილობენ გვერდში დაუდგნენ, სანაცვლოდ იღებენ გინებას, ლანძღვას, ხელის კვრას, ძალადობას პატიმარი სააკაშვილისგან. გვახსოვს, რა მდგომარეობაში ამყოფებდა სააკაშვილის რეჟიმი სამართლიანად თუ უსამართლოდ პატიმრობამისჯილებს. დღეს ვნახეთ VIP პალატაშია ადამიანი და იქაც ეუბნებიან "შენი ჭირიმე, აბა, ჭამე", "აბა, წამალი მიიღე", "აბა, მოისვენე" და ვნახეთ ის რაც ვნახეთ. არავინ ვართ ბედნიერი, რაც ვნახეთ, თუმცა, ეს ალბათ, აუცილებელი იყო, რომ რეალობა ყველას ენახა", - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა