Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიორგი მუმლაძე - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო ევროინტეგრაციის შანს დაკარგავს

ნახვები: 568 გიორგი მუმლაძე - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო ევროინტეგრაციის შანს დაკარგავს

სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალურად არჩეული პრეზიდენტი. მას ვალდებულება აქვს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი და პირდაპირ გეუბნებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო დაკარგავს ევროინტეგრაციის შანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

გიორგი მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პერმანენტული აქციების ეპიცენტრად იქცეს.

„ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო დაკარგავს ევროინტეგრაციის შანს. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, ბოლომდე ვიბრძოლოთ და სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ არ გაბედოს და არ იყოს სრულად იმ გეგმის მონაწილე, რასაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ჰქვია. გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია და სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილს უნდა ვაიძულოთ, რომ მან გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და არ გვაქციოს „კანიბალების საზოგადოებად“. ამიტომ, 22 დეკემბრისთვის ვახდენთ მაქსიმალურ მობილიზებას იმისათვის, რომ სწორედ ეს სივრცე გახდეს პერმანენტული აქციების ეპიცენტრი“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მისივე თქმით, 24-საათიან რეჟიმში პროტესტი სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უნდა დაიწყოს, რომელიც „ერთის მხრივ, მიმართული უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“.

„ამიტომ, ხვალ, 18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივალთ და შევაწუხებთ. მას უნდა ვაიძულოთ, რომ არ მოგვიკლას მესამე პრეზიდენტი ციხეში“, - განაცხადა მუმლაძემ.

მუმლაძის თქმით, ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის ყველა ინსტიტუტი ჩამოშლილია და სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, ქუჩის პროტესტის ალტერნატივა არ არსებობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა