Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნიკა მელია გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე - ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს

ნახვები: 569 ნიკა მელია გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე - ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრის, გიორგი კირთაძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც მელია განმარტავს, მომხდარი ფაქტი პროვოკაციაა, ვინაიდან კირთაძე საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მის მიმართ აგრესია არ არსებობს.

„მორიგი პროვოკაცია ბათუმში. სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც პირდაპირ ეთერში გიორგი კირთაძის ჩართვისას ვნახეთ. გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში „ქართული ოცნება“ დაამარცხა. გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა, ან შუღლი.

ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გვიკითხავს. სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!“ - აცხადებს მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა