Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კახა კალაძე - ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არის უდიდესი ტკივილი

ნახვები: 570 კახა კალაძე - ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არის უდიდესი ტკივილი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში 2022 წლის ანგარიშის წარდგენა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებითა და მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.

„ყველა სიძნელე, ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის, არის უდიდესი ტკივილი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მარიტას წინაშე აქვთ ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს.

„დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს არ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის13 ნოემბერს, ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა