Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გია ცაგარეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბელადის ფაქტორმაც ვერ გააერთიანა და გადაწყვიტეს შარჟისმაგვარი აქციების გამართვა

ნახვები: 568 გია ცაგარეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბელადის ფაქტორმაც ვერ გააერთიანა და გადაწყვიტეს შარჟისმაგვარი აქციების გამართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ გუშინდელ აქციებს უკავშირებს „პარტიის შიგნით წარმოებულ, ხშირ შემთხვევაში, დაუნდობელ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ურთიერთშეურაცხყოფით, მუქარით, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებითაა გაჯერებული“.

ცაგარეიშვილის თქმით, ეს ყველაფერი გრძელდება და ძალიან მალე პიკსაც მიაღწევს, რადგან არ არსებობს არავითარი გამაერთიანებელი ფაქტორი.

„როგორც ჩანს, ბელადის ფაქტორმაც ვერ გააერთიანა მის ჩრდილქვეშ მყოფი თანაპარტიელები. ამიტომ მათ გადაწყვიტეს სხვადასხვა ლოკაციაზე შარჟისმაგვარი აქციების გამართვა და შემდეგ იქიდან ურთიერთისთვის მუშტის მოღერება, ასევე, მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა. რაც დრო გავა, ეს უფრო ნაკლებად საინტერესო გახდება. ყველაფერი, რაც ხდება პარტიაში, რაც ხდება სააკაშვილის და პრიმიტივების თავს, ვინც შეკრებილი არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, კარგად წარმოაჩენს პარტიის სრულ დეგრადირებას და იმას, რომ არაფერი ამ ადამიანებს არ ეშველებათ. გინდათ პარტიის შიგნით, გინდათ პარტიის გარეთ, ძალადობისკენ მოწოდება და მუქარა მათი ცხოვრების წესია. ამ მოწამლულ გარემოში ცხოვრობენ და ამიტომ არიან ტოქსიკურები როგორც შიგნით, ისე პარტიის გარეთაც“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა