Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის მიერ ნასროლი 25 რაკეტა ჩამოაგდო

ნახვები: 568 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის მიერ ნასროლი 25 რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტიდან 25 რაკეტა ჩამოაგდო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით კასპიის ზღვიდან „ტუ 95“-ის ტიპის რვა ერთეული სტრატეგიული ბომბდამშენიდან – „X-101“ და „X-555“ ფრთოსანი რაკეტები, შავი ზღვის ხომალდებიდან კი „კალიბრის“ ტიპის რაკეტები ისროლა.

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთმა შორ მანძილზე მოქმედი „ტუ 22“-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან „X-22“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, რომელთაგან ერთ-ერთი დნეპროპეტროვსკში მდებარე კორპუსს მოხვდა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშში ასევე ჩართული იყო „ეფ 35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა