Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შალვა ხაჭაპურიძე - ურთქმელიძეებში შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს და ჩვენთან, ხაჭაპურიძეებში ასე არ არის

ნახვები: 569 შალვა ხაჭაპურიძე - ურთქმელიძეებში შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს და ჩვენთან, ხაჭაპურიძეებში ასე არ არის

ურთქმელიძეებში შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს და ჩვენთან ხაჭაპურიძეებში ასე არ არის, - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კითხვას, რომელიც პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელთა მხრიდან სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 40 წლის ზემოთ ყველა ადამიანში შესაძლებელია რაღაც დოზით იყოს დემენცია.

ამასთან, როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ცოტა ხანში თავად სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე დაიკითხება მოწმის სახით, რადგან სასამართლო პროცესებზე საუბარი ძირითადად იმ პერიოდს ეხება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

„თქვენ ხედავთ ბატონი ურთქმელიძის, ადამიანის, რომლის პროფესია არის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი და მოწოდებული უნდა იყოს პატიმრების ჯანმრთელობისა და მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მის ცინიკურ დამოკიდებულებას თავად კოლეგებისა და მოწმეების მიმართ. ყველა მისი უკანონო ქმედებები ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ იქნება დატოვებული.

საერთოდ წარმოუდგენელია, მთელი საუბარი მიდის გორის ჰოსპიტალზე, მიდის საუბარი არასწორ მკურნალობაზე და ის, ვინც არასწორად მკურნალობდა და ხელმძღვანელობდა, მოწმედ ზის სასამართლო პროცესზე. მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, დაახლოებით, ამას ვუყურებთ. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას შეუძლია კითხვების დასმა, უახლოეს დღეებში თავად ურთმელიძე დაიკითხება ჩვენ მიერ როგორც მოწმე", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ „40 წელს გადაცილებულ ადამიანებს მეტნაკლები ხარისხით დემენცია აქვთ, მაგრამ თვითონ სააკაშვილის ყოველდღიური მოქმედება, განცხადებები, ეპისტოლეები, წერილების წერა არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს რაღაცა ჭკუასუსტობასთან, მეხსიერების დაქვეითებასთან აქვს ადგილი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა