Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ოლაფ შოლცი - ტანკების გარდა, ვაფართოვებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს უკრაინისთვის

ნახვები: 568 ოლაფ შოლცი - ტანკების გარდა, ვაფართოვებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს უკრაინისთვის

გერმანია უკრაინაში სამხედრო დახმარების მასშტაბებს გააფართოებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან კატრინ იაკობსდოტირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება არის სწორი გზა, რომელიც მიღებულია პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ტანკების გარდა, ვაფართოებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს, კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მძიმე არტილერიაზე, MLRS-ზე და ა.შ.“, - აღნიშნა შოლცმა.

მას არ დაუსახელებია უკრაინის „სატანკო პაკეტის" თანხის ოდენობა, მაგრამ თქვა, რომ გერმანია დაფარავს ხარჯებს.

ისლანდიის პრემიერი იაკობსდოტირი მიესალმა ბერლინის გადაწყვეტილებას, რომელიც პარტნიორების სოლიდარობის და ალიანსის სიძლიერის კიდევ ერთი დადასტურებაა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს, გმობს თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობაზე.

მისი თქმით, ისლანდიას არ აქვს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია მისი დაარსების დღიდან, მაგრამ კუნძულოვანი სახელმწიფო უკრაინას ყველა შესაძლო დახმარებას უწევს: იღებს უკრაინელ ლტოლვილებს, უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე უკრაინას გადასცა 9 ტონა თბილი ტანსაცმელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა