Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ხატია დეკანოიძე - არჩევნებთან დაკავშირებით ეს საგამოძიებო კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს, ჩვენ დასკვნის განხილვაში არ ვმონაწილეობთ

ნახვები: 567 ხატია დეკანოიძე - არჩევნებთან დაკავშირებით ეს საგამოძიებო კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს, ჩვენ დასკვნის განხილვაში არ ვმონაწილეობთ

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისი შეფასებით, აღნიშნული კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს.

„ეს არ არის ის კომისია, რომელიც რაიმე სახით გამოხატავს ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას ან გამოძიებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კომისია არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელი იყო ამ მძიმე დარღვევების და ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების შესასწავლად, როგორც ეს სენატმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეაფასა. აქ არ მონაწილეობს ოპოზიცია, შესაბამისად ჩვენ ამ განხილვაში მონაწილეობას არ ვიღებთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილება და დამტკიცდება .

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა