Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გელა ნიკოლაიშვილი - დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავინ მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება

ნახვები: 569 გელა ნიკოლაიშვილი - დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავინ მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება

მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავის მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება, ეს არის ჩემი რწმენაც და ჩემი სურვილიც, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა.

მისივე თქმით, მოსამართლეზე ზეწოლა, არასასურველი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ქუჩაში გამოსვლის დაანონსებით ხდება.

„როცა ჩვენ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე ჩართვისას ორჯერ ვიხილეთ, ფორმა მართლაც ძალიან მძიმე იყო. მთელი მსოფლიო მოიარა ამ სურათებმა და ალბათ, ამის მიზანიც ეს იყო. მაშინაც და დღესაც გააკეთა განცხადება მან, თუ არ დამიკმაყოფილეს, აბა, გაბრაზდით, მოწოდება იყო.

პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება თქვენიო, გეუბნებიან. ფაქტობრივად, თქვენ თუ დააკმაყოფილებთ მათ შუამდგომლობას, ამით გეუბნებიან, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებთ, რადგან მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს, საქართველოს ბედი წყდება, ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეზეო. მე არ ვიცი, სხვა ზეწოლა რა არის, თუ არა იმის თქმა: „თუ ასე არ გააკეთებთ, ქუჩაში ომი დაიწყება და თქვენ იქნებით პასუხისმგებელი“.

მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავინ მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება, ეს არის ჩემი რწმენაც და ჩემი სურვილიც“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა