Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შალვა ხაჭაპურიძე - სამართალი საქართველოში მკვდარია, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

ნახვები: 568 შალვა ხაჭაპურიძე - სამართალი საქართველოში მკვდარია, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მისივე თქმით, დღეს მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდით. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემა, რომელიც ემსახურება ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას - ბუნებრივია, მმართველ ძალას. ხვალ ან ზეგ სხვა ძალა მოვა და იმას მოემსახურებიან. გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ამ გადაწყვეტილებას არაფერი სამართალთან არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ის დასკვნებიც მოსამართლის კარნახით იყო წარმოდგენილი, ვგულისხმობ, სამხარაულის დასკვნას. მოსამართლის კარნახით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, განსაკუთრებით, ბოლო პროცესები. მან იუსტიციის მინისტრის დაკითხვაზე უარი გვითხრა. პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც მოწმეთა სიაში იყო, ასევე დარბაზში იყო და კითხვებს სხვას აძლევდა და ბოლოს მის დაკითხვაზე უარი მივიღეთ. ბოლო პროცესებზე აშკარად ნათელი გახდა, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული და პენიტენციური სამსახურის უფლებებს იცავდა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული გამოცდა სულ რამდენიმე დღეში ელოდება. რადგან სამართალი საქართველოში მკვდარია, ბუნებრივია მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა