Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, აცდენილია რეალობას

ნახვები: 568 სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, აცდენილია რეალობას

„ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა ნაბიჯი შეიძლება განიხილოს, თუ ხედავს, რა იქნება ამა თუ იმ ნაბიჯის შედეგი.

სამადაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, ვერ ხედავს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებამ, რომ წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას.

„ვერც იმას ვხედავ, რომ მცირერიცხოვანი აქციები რაიმე ზეგავლენას მოახდენს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. საააკაშვილის გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის გზით. ამიტომ, ყველა ნაბიჯი, რომელიც პარტიის მდგომარეობას ასუსტებს დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით, ჩემი მხრიდან ვერ ჩაითვლება იმ ნაბიჯად, რომელიც დაეხმარება მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ აცდენილია რეალობას.

„ეს პარტია სწორედ იმიტომ დავტოვე, რომ მათი პოლიტიკა არა დღეს, არამედ უკვე დიდი ხანია, ჩემთვის გაუგებარია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოტაჟი მოუწყო შარლ მიშელის შეთანხმებას, როცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ამით „ქართულ ოცნებას“ გაუადვილა, შეთანხმება ჩაეშალა. მიშელის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, დღეს კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღია ხალხი, რომლებმაც ალბათ სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და სხვა მოლოდინები შეუქმნეს. ამ ქვეყანაში, დიდი ხანია, ეს პარტია აცდენილია რეალობას და ამიტომ დავტოვე. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით და ნაბიჯებით, საკუთარი გაუაზრებელი და დაუგეგმავი პოზიციებით, „ქართული ოცნების“ პარალელურად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა