ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ლევან ბეჟაშვილი - საზოგადოების ღირსების საქმეა, ყოველდღიურად ვაპროტესტოთ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფოს არაჰუმანური გადაწყვეტილება

14.02.2023 ნახვები: 551

ქილიკი, თავების თვლა სუს-ისა და „ქართული ოცნების“ საქმეა. საზოგადოების ღირსების საქმეა, ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტოთ სააკაშვილთან მიმართებით სახელმწიფოს არაჰუმანური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციების საპროტესტო ტალღა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს აქციების სერიას რეგიონებში, რომელიც უკავშირდება საზოგადოების სამართლიან მოთხოვნას, იყოს სახელმწიფო სამართლიანი და ჰუმანური სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. აქციების საპროტესტო ტალღა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ მივაღწევთ სასურველ შედეგს, არ შევუნარჩუნებთ სახელმწიფოს და საზოგადოებას ღირსებას, ვიდრე არ უზრუნველვყოფთ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. ქილიკი და თავების თვლა სუს-ის და „ქართული ოცნების“ საქმეა. საზოგადოების ღირსების საქმეა, ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტოთ სახელმწიფოს არაჰუმანური პოლიტიკური შურისძიებით განპირობებული გადაწყვეტილება სააკაშვილთან მიმართებით. ამიტომ საზოგადოების წევრის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად პოვებს თავის გამოძახილს საბოლოო გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილი.

ამასთან, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადება, სადაც ჩალაძე ამბობს: „გაუშვით მიშა, გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო“.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ივანიშვილს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

„ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი უკვე ინიცირებულია უკრაინის პრეზიდენტის და მთავრობის მიერ, ასევე მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რადგან დღეს საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის ფუძემდებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ სანქცირების საკითხი იქნება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური საკითხი. ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რადგან არავინ შეურიგდება იმას, რომ დღეს საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმი ყალიბდებოდეს და ბიძინა ივანიშვილი, პუტინის დავალებით, პოლიტიკურ შურისძიებას ახორციელებდეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა