Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბაიდენის ადმინისტრაციამ, მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვის მიზნით, თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალი წესები წარადგინა

ნახვები: 569 ბაიდენის ადმინისტრაციამ, მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვის მიზნით, თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალი წესები წარადგინა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა, რომლებიც მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე აგრესიული გეგმის თანახმად, მოთხოვნაზე უარს ეტყვიან მიგრანტების უმრავლესობას, რომლებიც თავშესაფარის თხოვნას სხვა ქვეყნებში არ ცდილობდნენ, ვიდრე აშშ-ის საზღვარს მიაღწევდნენ.

მედია წერს, რომ ბაიდენის გეგმა ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, რომელიც არასოდეს ამოქმედებულა, რადგან ის სასამართლოში დაბლოკეს. გეგმა აწესებს სერიოზულ შეზღუდვებს თავშესაფარზე ნებისმიერი ეროვნების ადამიანებისთვის, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც არ უწევთ მესამე ქვეყანაში გამგზავრება აშშ-მდე მისასვლელად.

გამონაკლისი დაიშვება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ „მწვავე სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა“, ძალადობრივი დანაშაულების „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხე“, როგორებიცაა მკვლელობა, გაუპატიურება ან გატაცება, არიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ან არსებობს „სხვა უდავო გარემოებები.“ წესების მიხედვით, გათავისუფლდებიან ბავშვებიც, რომლებიც მარტო მოგზაურობენ. გეგმა დროებითი იქნება და შემოიფარგლება ორი წლის ვადით, მისი გაგრძელების შესაძლებლობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა