მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან

ნახვები: 612 ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კანონპროექტის დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ ინიცირებული კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა არის დემოკრატიის საფუძველი. ეს ასევე არის საკვანძო ევროკავშირის გაწევრიანების პროცესისთვის და წარმოადგენს 12 პრიორიტეტის ნაწილს, კერძოდ, მეშვიდე პუნქტს მედიის თავისუფლების შესახებ და მეათე პუნქტს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას, რომელიც პასუხობს ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებისკენ და ევროკავშირის წევრობისკენ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი.

კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნებოდა ამ მისწრაფებებთან, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს, დაამტკიცონ და შეასრულონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა