გოჩა მირცხულავა: „ქართული ოცნების“ განცხადება კანონპროექტების გაწვევაზე არის არაგულწრფელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის
09.03.2023
ნახვები: 546
„ქართული ოცნების“ განცხადება კანონპროექტების გაწვევაზე არის არაგულწრფელი და რიგი აქცენტებით შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის, - აცხადებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა და მის მოსაზრებებს განმარტავს.
„არ მჯერა! ვირეშმაკობაა!
1. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ოფიციალურ პროცედურაზე და ვადებზე?
2. განცხადებაში არის შეურაცხყოფა და ამდენი აღშფოთებული მოძალადე რეჟიმის მიერ გამოცხადებულია შეცდომაში შეყვანილ საზოგადოების ნაწილად.
3. ცხადი ხდება, რომ "ოცნება" არ აპირებს რეალურად უკან დახევას და ისევ გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ამერიკული კანონპროექტი იყო ამერიკული, მაშინ როდესაც თარგმანის ავთენტურობა კი არა, პოლიტიკური კონტექსტი, გარემოება და მთელი პროცედურა იყო რუსული და სინფონიზირებული დასავლელი პარტნიორების მარგინალიზებასთან. შესაბამისად ისინი შეეცდებიან სხვა სახით დააბრუნონ კანონპროექტი პარლამენტში;
4. იმიტომ არ მჯერა, რომ "ოცნების" იდეოლოგები 7-8 მარტს ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ აღშფოთებას კელი დეგნანის მიერ მართულს უწოდებდნენ.
5. იმიტომ არ მჯერა, რომ მათ ამ პროცესში, ვიდრე სისხლი არ დაღვარეს და არ იგრძნეს ქართველი ახალგაზრდებისა და მათი მშობლების თავგანწირვა, ვერ იგრძნეს "საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა".
ასე იყო ზუსტად 20 ივნისსაც, ბაქოში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მანამ არ გადადგა ვიდრე სისხლი არ დაღვარეს და არ დაასახიჩრეს ჩვენი თანამოქალაქეები.
6. უმთავრესი რატომაც არ მჯერა, განცხადება არ არაგულწრფელი.
თუ "ქართულ ოცნებას" მართლა აწუხებს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საკითხის გამჭვირვალეობა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თუნდაც სახელმწიფოს უსაფრთხოების კონტექსტში - ამ საკითხის მოგვარება შეუძლებელია არსებული კანონმდებლობის პირობებში. ამისთვის ვთავაზობ: 1. კანონს თავისუფლების ქარტია (რომლის არც ერთ ნორმას, რადგან ის მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ ხელისუფლება არ ასრულებს) დაემატოს მუხლი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დაფინანსების უცხო ქვეყნიდან მიღების აკრძალვის შესახებ; 2. გრანტების შესახებ კანონს დაემატოს მუხლი მიღებული და დახარჯული გრანტების ანგარიშის გამოქვეყნების სავალდებულოების შესახებ, გრანტის წარმოშობის მიზეზისა და მიზნის განმარტებით; იუსტიციის სამინისტრომ კი აწარმოოს რეესტრი უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების აღრიცხვის შესახებ; 3. საგადასახადო კოდექსს დამატოს მუხლი გრანტების ხარჯვის სრული ანგარიშების წარმოების შესახებ;
და ბოლოს, დაბეჯითებით ვაცხადებ: სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ თანამშრომლებთან კონსულტაციებით, რომელთა მიერ შესწავლილ იქნა გედევან ფოფხაძის ჩანაწერები - ყველა ინდიკაცია ცხადყოფს, რომ ფოფხაძისთვის ცნობილი იყო მას რომ იწერდნენ - დააკვირდით "ჩამწერი პირთან" მიმართებაში მის დგომას დგომის კუთხეს, საუბრის შინაარსს. ასევე, ნათლად ჩანს, რომ კონკრეტულ "სამეულებს" შორის წინასწარი კონსულტაციები "პარლამენტში" შევარდნისა და სახელმწიფო გადატრიალების საკითხებზე არ გამართულა. რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებს, სახელმწიფო და კერძო პირების ქონების დაზიანებას აქაც იკვეთება ორი მომენტი: 1. აგენტ პროვოკატორების მიზანმიმართული მოქმედება: 2. საზოგადოების ემოციური ფონი და თავდაცვის ინსტინქტი მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოხატვის საპასუხოდ.
და ბოლოს, მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" რეალურად ვერ ათვითცნობიერებს საზოგადოების განწყობებს და ვერ ხვდება, რომ რუსეთი არის წითელი ხაზი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის, შესაბამისად მისი განცხადება არის არაგულწრფელი და რიგი აქცენტებით შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის. ამავდროულად, ეს არის კოლექტიური და პერსონალური ლუსტრირება იმ ძალებისა და ადამიანების, რომლებმაც იძალადეს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანზე და მოახდინეს საკუთარი პრორუსული მისწრაფებების ღია დეკლარირება.
ქართველი ხალხი არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე დამნაშავის პოზიდან. განცხადებიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ პასუხისმგებლობის აღებას, თუნდაც დაშვებული შეცდომის პრიზმაში, არ აპირებს და ვერც ათვითცნობიერებს "ქართული ოცნება".- აცხადებს გოჩა მირცხულავა.