Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან ხაბეიშვილი: მადლობა აქციის მონაწილეებს, გვიგულეთ თქვენ გვერდით და გამოიყენეთ პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

ნახვები: 571 ლევან ხაბეიშვილი: მადლობა აქციის მონაწილეებს, გვიგულეთ თქვენ გვერდით და გამოიყენეთ პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის გაწვევა და მიღწეული შედეგი ქართველი ხალხის დამსახურებაა. მისივე თქმით, ადამიანების უდიდესმა ნაწილმა უარი უთხრა „არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ თქვა არა რუსულ მთავრობას“.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი, პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა. მათი თავგანწირულობით დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია – არა რუსულ კანონს. ამ დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ოპოზიციას ეჩვენებინა მაგალითი, როგორ არ უნდა იყვნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით დაკავებული და როგორ იყო მთელი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები გაერთიანებული ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოკიდებას ნუ შეეცდება.

„კრემლისგან მართული გომელაური დღეს პატარა სათამაშო ადამიანის მეშვეობით, დაემუქრა ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, თურმე უმკაცრესად დაისჯებიან ახალგაზრდები. მინდა, გაგაფრთხილოთ, ნუ ეთამაშებით ამ ახალგაზრდებს, ნუ ხართ პროვოკაციულები და ნუ ცდილობთ პროვოკაციაზე, მათ ნერვებზე წამოკიდებას. შეეშვით ყველას, ვინც იცავს ევროპულ მომავალს, შეეშვით ყველა ანტიპუტინისტურ აქციაზე მყოფ ადამიანს. ამ ადამიანების მიმართ ვენდეტას თუ გააგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, არათუ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები, ეს ახალგაზრდები, ეს ადამიანები გაგცემენ პასუხს. არცერთს არ დაედოს თითი, არცერთ სტუდენტს, არცერთ ახალგაზრდას და არცერთ აქტივისტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებისგან პასუხი იქნება ადეკვატური“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეისვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყონ მუსაობა 12 პუნქტის შესასრულებლად.

„ამ დიდი გამარჯვების შემდეგ დაგვრჩა მთავარი ამოცანა შესასრულებელი, რაც ასევე სცილდება ყველა ვიწროპარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს, ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი. მინდა, ვუთხრა „რუსულ ოცნებას“, არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ აპირებს დანებებას, ეს ადამიანები იბრძოლებენ ბოლომდე საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ დაიწყოს ყველა პუნქტის შესრულება და ეს მოხდეს ისევე სწრაფად, როგორც დღეს, 25 წამში დაასრულეთ პარლამენტის სხდომა. უსწრაფესად ახალი კვირიდან უნდა დაიწყოს 12-ვე პუნქტის შესრულება, რათა ევროკავშირის სტატუსს საფრთხე არ დაემუქროს. მადლობა აქციის თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. გვიგულეთ თქვენ გვერდით და გამოიყენეთ პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი თქვენს ხელში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა