Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ღარიბაშვილი - კეზერაშვილისა და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, კატეგორულად მიუღებელია

ნახვები: 569 ირაკლი ღარიბაშვილი - კეზერაშვილისა და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, კატეგორულად მიუღებელია

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს ევროპარლამენტარების მიერ ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებულ შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეზერაშვილის მსგავსად, გვარამიაც დამნაშავეა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილის და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება საქართველოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის კატეგორულად მიუღებელია, ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა.

„ასევე გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს „მედია მენეჯერის“, გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. ვინ არის გვარამია, შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს დეპუტატებს. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო აი ამ დანაშაულებრივი სისტემის, იგი იყო პროკურორის მოადგილე, პირდაპირ იყო ჩართული მაგალითად „იმედის“ წართმევის საქმეში, მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება. გვარამიაზეც გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კომპანია, კერძო კომპანია, მოიპარა 5 მილიონზე მეტი, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ისიც არის ჩვენი კრიმინალი. ჩვენთვის ეს არის კატეგორულად მიუღებელი. ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი ხალხისა და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ბევრს გაუკვირდა, როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთ-ერთი გამოსვლაში, პირდაპირ დავუკავშირე მათი ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი „მეხუთე კოლონის“ დესტრუქციულ ქმედებებს, ვთქვი, რომ სამწუხაროდ, თანხვედრაში მოდიან ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრები ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა