Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის საქმეზე ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან

ნახვები: 568 ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის საქმეზე ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ადვოკატები ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის დამცველები დროს წელავენ.

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ 28 მარტს განაცხადა, რომ სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, მაქსიმუმ, ხუთშაბათს გაიგზავნება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა