ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
უკრაინის მიერ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ომსკში, წარმატებული დარტყმა განხორციელდა
გოჩა მირცხულავა - ბაჩანა ახალიას განაჩენი, შეიძლება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც იქცეს უმძიმეს იურიდიულ პრობლემად
სასამართლომ ბაჩო ახალაიას, „ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დამხობის“ შესახებ განცხადებასთან დაკავშირებულ საქმეზე, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა

სალომე ზურაბიშვილი - ხალხის ნების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა

31.03.2023 ნახვები: 547

ჩემი პრეზიდენტობის დღიდან, ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, რათა დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეტნის შიგნით და გარეთ, წარმოადგენს მის მოტივაციას.

„როგორც ამბობენ საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და ამდენად, ახალა გადავალ რეალურ საქმეზე. ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა ჩემს მოტივაციას ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას და ეს მიზანი მიღწეული იქნა ჩემი დეპუტატობის დროს.

ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არც ერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა თუნდაც 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისთვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა. თუმცა, სამწუხაროდ ჩემი უწყვეტი მცდელობების მიუხედავად ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მოითხოვს მიდგომის შეცვლას, ეროვნული ინტერესის გააზრებას, მით უმეტეს დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში. აქვე, მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და კატეგორიულად გამოვაცხადო, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს მოქალაქეობის კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ხალხი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, თითქოსდა პრეზიდენტს შეუძლია, შეცვალოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება.

ჩვენი ხალხის ნებისა და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, რაც გამყარებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩემი პრეზიდენტობის დღიდან, ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, რათა დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები. უფრო დეტალურად, 2021 წლის მარტს საქართველოში, ჩემი ძალისხმევით განხორციელდა შარლ მიშელის ვიზიტი და მისი ანუ, ევროკავშირის ისტორიული ჩართულობა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადასაჭრელად“,  – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მიღწეული იქნა, სადაც მსოფლიომ ნახა, დემოკრატიული, ერთად მდგარი ქვეყნის სურათი – ოპოზიცია, უმრავლესობა, პრეზიდენტი და ევროკავშირი.

„დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები. 2021 წლის 23 ივნისს, ჩემი ძალისხმევით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, 15 წლის შემდეგ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, დიპლომატიური ურთიერთობები უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს და მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა წარუმატებელი ყოფილიყო ან საერთოდ არ შემდგარიყო ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე.

2021 წლის 19 ივლისს, საქართველოში ჩემი ძალისხმევით, განხორციელდა ისტორიული უმაღლესი დონის პეტრას სამიტი – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირი, სადაც მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არის ლიდერი, ინიციატორი და მოწინავე. სამიტის ბოლოს საამაყო, საზეიმო იყო ჩვენი ერთობა: პრეზიდენტი, პრემიერი და ჩვენი მეგობრები ერთად და იმედიანად ვუყურებდით ჩვენს ევროპულ მომავალს. დღეს სად ვართ, ამას აღარ დავუბრუნდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა