EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran

კახა კალაძე - სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა, ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები

ნახვები: 719 კახა კალაძე - სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა, ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები

სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა, ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება და ფუნდამენტია.

„32 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე, საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და ამით განსაზღვრა ჩვენი სამშობლოს ბედი და ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენი ხალხის ურყევი ნება – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება და ფუნდამენტია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა. ეს გამარჯვება ჩვენი გმირი წინაპრების თავგანწირული ბრძოლის შედეგია, თუმცა გამორჩეულად დიდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წვლილი, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი და წარმატებული, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები“, – წერს კახა კალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა