Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზურაბ აზარაშვილი - აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს, სხვა ქვეყნებს, მკურნალობის ეფექტურობაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება

ნახვები: 570 ზურაბ აზარაშვილი - აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს, სხვა ქვეყნებს, მკურნალობის ეფექტურობაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება

აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, ვინაიდან პრეპარატი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის. მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არაერთმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ ეტაპისთვის პრეპარატის დაფინანსებაზე მსჯელობა.

აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტი არის ახლად შექმნილი, დაჩქარებული წესით აქვს მიღებული აშშ-ს საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ, ზოგიერთ შემთხვევაში და არ წარმოადგენს სტანდარტულ თერაპიას.

„იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოზე დეტალურად იქნა განხილული სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, სადაც მოხდა აღნიშნული მედიკამენტების შესწავლა. ასევე, ჩვენი სამინისტროს მიერ გასული თვეების განმავლობაში აქტიური შესწავლის ეტაპები გავლილია. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე პაციენტების უფლებების დაცვის ევროპულ საზოგადოებებთან და სხვადასხვა ქვეყანასთან, სადაც ეს განხილვები მიმდინარეობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით სამინისტროსთვის დადებითი რეკომენდაცია არ მიუცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა