მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

მიხეილ სააკაშვილი - მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას

ნახვები: 611 მიხეილ სააკაშვილი - მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას

მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. აზრზე მოვიდეთ ყველა და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც წყალს ვსვამდით მთელი ეს დრო. ესენი მიგვათრევენ უფსკრულში და უბედურებაში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სანქციების გამოშვებით ამერიკამ მხარი დაუჭირა „მარტში ჩვენს ბრძოლას“.

„ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ახლოვდება 9 აპრილი, ამ გზის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. მას შემდეგ არაერთი 9 აპრილი გამოვიარეთ, არაერთი გმირი შეეწირა მიზნის მიღწევას. კვლავ გზის გასაყარზე ვიმყოფებით.

ამერიკის მე-6 ფლოტმა ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. რა თქმა უნდა ამაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ლეხ კაჩინსკის, იუშენკოს და ბალტიის სამი ლიდერის ჩამოსვლამ. ხოდა დღეს ამ ქვეყნებს უნისონში ოკუპანტებთან ერთად საქართველოს მომჯდარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა ლანძღავს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩამოვიყვანე და ქართული ცეკვები ვაცეკვე ამერიკის პრეზიდენტს, რომ აქ ამერიკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და ორი მომავალი პრეზიდენტი გვყავდა. გავიხსენოთ ყველამ ერთად საქართველოს ეროვნული გმირი ჯონ მაკკეინი და მისი თავგადაკლული „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“- ნათქვამი მისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ გამოსვლაში მთელი მსოფლიოს გასაგონად.

მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. აზრზე მოვიდეთ ყველა და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც წყალს ვსვამდით მთელი ეს დრო. ესენი მიგვათრევენ უფსკრულში და უბედურებაში და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით იქ დავიღუპავთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, თუ ვდგებით ერთად, ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაფუძნებულს არა პარტიულ კუთვნილებაზე ან წარსულის მოგონებებზე, არამედ ჩვენს ქართულ გენზე და თავისუფლების სიყვარულზე და თავისუფლებისაკენ დაუღალავ სწრაფვაზე.

სანქციების გამოშვებით ამერიკამ მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთი ათად გაძლიერდება.

ამერიკას უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავის მოვალეობად თვლის დაეხმაროს მათ.

ვარდების რევოლუციის დროს თავიდან არ გვიჭერდნენ მხარს და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ უკან არ დავიხევდით, პრეზიდენტის ჩართულობით დაგვიჭირეს მხარი.

2008 წელს ფლოტი მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, როცა დაინახეს ჩვენი ჯარის გმირობა, დაინახეს, რომ მე არ დავტოვე დედაქალაქი და პირიქით, დაჟინებით და გაუთავებელი ზარებით ვარწმუნებდი ბუშს დახმარების აუცილებლობაში. ახლაც ჩამესმის ვიცე-პრეზიდნტი ჩეინის ხმა, რომელიც ჩამოყვა ფლოტის ფლაგმანს - „შენ გემზე მართლა სასმელი წყალი ხომ არ გგონიაო? “. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მათ დაინახეს ქუჩაში გამოსული უამრავი ხალხი.

იგივე გამეორდა უკრაინაში შარშან. თუ ჩვენ აღვუდგებით კრემლის მცდელობას დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მეხინკლეების ერი, და ვირწმუნებთ რომ ჩვენ არ ვართ პატარა სოფელი, არამედ გვაქვს საამაყო წარსული და დიდი მომავალი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ უახლოეს ისტორიულ მომავალში აფხაზეთი და ცხინვალი. მაშინ ყველანი დავდგეთ ერთად, როგორც მაშინ, იმ 9 აპრილს, საქართველოს და საკუთარი თვისუფლების გადასარჩენად”,- წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა