Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან მურუსიძე - პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს

ნახვები: 571 ლევან მურუსიძე - პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს

დახურული შეხვედრა იყო და დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მინდა, ხაზგასმით გითხრათ, იმ სიბინძურეს, რაც მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლო სისტემის მიმართ, არ ვაპირებ, ავყვე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მურუსიძის თქმით, დახურულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაციას მიაწოდა.

„როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი გამოსცემს აქტს, ჩვენ, მოსამართლეები პოლიტიკურად ხომ ვერ ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, ვთხოვეთ მას, რომ მობრძანებულიყო და გავანდეთ ჩვენი წუხილები. მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება მტკიცებულებებს და, ზოგადად, იმ ინფორმაციას, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ველოდები კიდევ ბევრ სიბინძურეს, ფეიკნიუსებს, დაბრალებებს – სხვათა შორის, უნიჭოდ ექნება ადგილი – ამას ველოდები და, შესაბამისად, როგორც კი ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ყველა ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა“, – განაცხადა მურუსიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა