Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ

ნახვები: 568 ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ.

მსგავსი აკრძალვა  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველ ვერსიაში არსებობდა. კორექტირებული ვარიანტში კი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციიდან განომდინარე, ეს ამკრძალავი ნორმები ამოღებულია.

კანონპროექტში ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, რამდენიმე მუხლი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ან სხვა კამპანიებისა და დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვას უკავშირდებოდა, რაშიც ვენეციის კომისიამ უფლებების შელახვის შესაძლო რისკები დაინახა, თუ ოლიგარქებს ეს უფლება აეკრძალებოდა, ეს უფლების გაუმართებლად შეზღუდვა იქნებოდა.

„შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღეთ – ანუ თუ პირი ოლიგარქად იქნება ცნობილი, შესაბამისი დაფინანსების განხორციელება შეეძლება და ამ მიმართულებით შეზღუდვა არ იქნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა