Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დიმიტრი შაშკინი - „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 2021 წელს ჩაატარეს გამოძიება, სადაც დადგინდა, რომ საქართველოში ქოლცენტრების უკან დგანან „ქართული ოცნების“ კონკრეტული მინისტრები

ნახვები: 570 დიმიტრი შაშკინი - „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 2021 წელს ჩაატარეს გამოძიება, სადაც დადგინდა, რომ საქართველოში ქოლცენტრების უკან დგანან „ქართული ოცნების“ კონკრეტული მინისტრები

„ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 2021 წელს ჩაატარეს ასეთი გამოძიება, სადაც დადგინდა, რომ საქართველოში ქოლცენტრების უკან დგანან „ქართული ოცნების“ კონკრეტული მინისტრები, ძალოვნები. კარგი იქნებოდა, მათ დაუსვათ კითხვები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

შაშკინის თქმით, სურათზე, რომელიც თან ახლავს „ბიბისის“ სტატიას, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან დაახლოებული პირები ჩანან.

„ის ხალხია, ვინც ახლაც საქართველოშია და წარმატებით ახორციელებს „ქართულ ოცნებასთან“ ბიზნესს. ჟურნალისტი ამ სტატიაში აღნიშნავს, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა ნოემბერში, როდესაც რეიდში მონაწილეობდა საქართველოს პოლიციასთან ერთად, ამ ქოლცენტრების წინააღმდეგ. საქართველოში თუ დარჩა ვინმე, ვისაც სჯერა, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოში კეზერაშვილს შეიძლება ჰქონოდა არალეგალური ბიზნესი, ან ძალიან მიამიტია, ან ძალიან შტერი, ბოდიში. კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო „ბიბისის“ კითხვა. არ კითხულობს „ერტეერ პლანეტას“, კითხულობს „ბიბისის“, ძალიან მისასალმებელია. ვურჩევ, წაიკითხონ ორიგინალში, ბევრ კარგს გაიგებენ. ასევე ვურჩევ, გაანებონ თავი გებელსის წიგნის კითხვას, თუ როგორ უნდა აწარმოონ პორპაგანდა, წაიკითხონ ბიბლია, წაიკითხონ კლასიკა. ბიბლიას თუ წაიკითხავენ, გაიგებენ, რომ ქურდობა და მოპარვა არის ცუდი, და ფული, რაც მოიპარეს რიკოთზე, რის გამოც ჩამოიშალა მთა, ეს არის ცოდვა და იმ სხვა სამყაროში ამ ფულს ვერ წაიღებენ. გიდასტურებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გებელსის პროპაგანდის სტილში ამოგლიჯა ამ სტატიიდან ის, რაც მათ უნდოდათ. არ თქვეს, რომ სტატიაში წერია, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ყურადღება არ მიაქციეს, რომ მათი მეგობრები არიან გამოსახულები და სცადეს ბაობაბების, ჩამოშლილი რიკოთის და მოსამართლეების სკანდალის გადაფარვა, მხოლოდ ძალიან დაბალი ხარისხით, ძალიან უანამუსოდ და ჩვენ ეს ვიხილეთ. იყო სტატია, სადაც ჟურნალისტმა თქვა, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ არ აქვს მტკიცებულებები. ჩვენ საუბარი არ გვაქვს სტატიაზე, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს და ჟურნალისტური გამოძიება არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. მინდა, შეგახსენოთ, რომ „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 2021 წელს ჩაატარეს ასეთი გამოძიება, სადაც დადგინდა, რომ ქოლცენტრების უკან საქართველოში დგანან „ქართული ოცნების“, ბოდიში, რუსული ოცნების კონკრეტული მინისტრები, ძალოვნები და ეს ხალხი ახლაც იმყოფება საქართველოში. კარგი იქნებოდა, მათ დაუსვათ შეკითხვები“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა