თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ჯოზეფ ბორელი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია, ქმედებები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც პეკინსა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს

14.04.2023 ნახვები: 591

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია და ქმედებები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც პეკინსა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უდიდესი გამოწვევაა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის.

„არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას, რადგან პატივს ვცემ ჩინეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თუმცა მეგობრულად მინდა, ვუთხრა, რომ ევროკავშირისთვის უკიდურესად რთული იქნება ნდობის შენარჩუნება, თუ ჩინეთი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ომის დასრულებისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი ასევე საუბრობს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე და ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გამართავს და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს უკრაინას.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიქნებით ნებისმიერი ნაბიჯის მიმართ, რომელსაც ჩინეთი გადადგამს. ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, აქვს დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა მყარად დგას საკუთარ პოზიციაზე. მისი თქმით, ევროპა იცავს უკრაინას და ემზადება ერთ დღეს მის „ოჯახში მისაღებად“, თუმცა ახლა უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების საკითხი, ამიტომ ევროპა აგრძელებს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

განცხადების ბოლოს, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ჩინეთი დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, როგორ დაამყარონ კონსტრუქციული ურთიერთობა, მიუხედავად განსხვავებულობისა, რადგან მისი თქმით, ეს ორივე მხარისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა