Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა

ნახვები: 571 აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩის წინა დღეს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა – ინფორმაციას „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.

„თითქმის წამიერად, კვარაცხელია „ნაპოლის“ გამორჩეული მოთამაშე გახდა. სეზონის წინ არავის სჯეროდა მისი თვისებების. სკეპტიკოსები ყოველგვარი ლოგიკის გარეშე საუბრობდნენ, აკრიტიკებდნენ „ნაპოლის“ მენეჯმენტს, რომელიც რამდენიმე წელია შესანიშნავად და წინდახედულად მუშაობს.

ხვიჩამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იტალიის ჩემპიონატზე დაბალი ლიგაში თუ თამაშობდი, მთავარი კლასია, ქართველს კი მაღალი კლასი აქვს. „ნაპოლიში“ გატარებულ ხანმოკლე პერიოდში ხვიჩამ კლუბი დააახლოვა ოცნებას, მოიპოვოს იტალიის ჩემპიონობა, რომელზეც ნეაპოლში 33 წელია ოცნებობენ.

ახლა კი აურელიო დე ლაურენტისს მისი გუნდში დატოვება სურს. „ნაპოლი“-„მილანის“ მატჩის წინა დღეს ნეაპოლელთა პრეზიდენტმა ქართველის აგენტ მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხიც განიხილეს. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში ხვიჩა „ნაპოლიში“ ითამაშებს“, – ამტკიცებს „არეა ნაპოლი“ და ჯუღელისა და დე ლაურენტისის ფოტოს აქვეყნებს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა