Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ალეკო ელისაშვილი - ვერ ვხვდები, რა აჩემებაა რიგგარეშე არჩევნები, სიების ჩახსნის არ იყოს, სისულელე ჩაიდინეს, 11 მანდატია ასე დაკარგული, ახლა რომ ვთვლით და ერთმანეთს დავსდევთ სხდომაზე

ნახვები: 570 ალეკო ელისაშვილი - ვერ ვხვდები, რა აჩემებაა რიგგარეშე არჩევნები, სიების ჩახსნის არ იყოს, სისულელე ჩაიდინეს, 11 მანდატია ასე დაკარგული, ახლა რომ ვთვლით და ერთმანეთს დავსდევთ სხდომაზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ახლა ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არასერიოზულობაა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ჩვევად ექცა.

„იუმორინა ხომ არ არის ეს ოხერი, იუმორინაში ხომ არ მონაწილეობ და ასეთ რამეს ამბობ. ეს ძალიან არასერიოზულია. როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? ახლა უკვე აპრილის ბოლოა, ამ გაზაფხულზე ვერ მოესწრება. თეორიულად რომ ვთქვათ, რიგგარეშე არჩევნები შემოდგომაზე თუ დაინიშნა, ერთწლიანი პარლამენტი უნდა გვყავდეს? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წლის ოქტომბერში აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები სრულად პროპორციულად. წარმოგიდგენიათ, ერთწლიანი პარლამენტი რა იქნება? რას შეცვლის ერთწლიანი პარლამენტი? ეს უბრალოდ აურზაური იქნება. ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ, სულ ამას ვეუბნებით, ნუ ცანცარებთო. ახლა რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, იქნება 120/30-ზე პროპორციით, ანუ 30-მანდატიანი უპირატესობა, მაჟორიტარული აპრიორი „ქართულ ოცნებას“ ექნება. რა გარანტიაა, რომ ამ 120-ში აუცილებლად დავამარცხებთ ან მთლიანად, ჯამურად ოპოზიცია მეტს აიღებს. ვერ ვხვდები, რა აჩემება, სიცანცარე და არასერიოზულობაა.

სიების ჩახსნის არ იყოს, ხომ მიხვდნენ, რომ სისულელე ჩაიდინეს. მაშინ ჩვენ გვლანძღავდნენ და გვეუბნებოდნენ, შეკრული ხართ „ქართულ ოცნებასთანო“. სიების ჩახსნის გამო ოპოზიციას 11 მანდატი დააკლდა. ახლა რომ თვლით, ერთმანეთს დავსდევთ სხდომაზე, სუს-ის ოპერმუშაკებივით დავსდევთ ერთმანეთს, 11 მანდატია ასე დაკარგული. ამიტომ დაგვიჯერონ, ნუ ცანცარებენ. ეს არის სიცანცარე და მეტი არაფერი. კარზე მოვიდა 2024 წლის არჩევნები, იმისთვის მოვემზადოთ კარგად, იმისთვის გავიდეთ კოორდინირებულად, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ჩვევად ექცათ და ალბათ 2024 წლის სექტემბრის ბოლოსაც იტყვიან, ვადამდელი არჩევნები გვინდაო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა